Accentnews.ge
"არცერთ ოლქში, სადაც საერთო კანდიდატია, "გირჩი" საკუთარ კანდიდატს არ დააყენებს"

"არცერთ ოლქში, სადაც საერთო კანდიდატია, "გირჩი" საკუთარ კანდიდატს არ დააყენებს"

18/08/2020 08:19:08 საშინაო პოლიტიკა

"არცერთ ოლქში, სადაც არსებობს საერთო კანდიდატი, "გირჩი" არ დააყენებს საკუთარ კანდიდატს", - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

"მადლობა ყველა პარტიას ამ მხარდაჭერისთვის. ვაპირებ, რომ დავამარცხო "ქართული ოცნების" კანდიდატი გია ვოლსკი. ჩვენ ვართ ყველა თბილისის ოლქში, სადაც არსებობს შეთანხმება ოპოზიციურ პარტიებს შორის. არცერთ ოლქში, სადაც არსებობს ერთიანი კანდიდატი, "გირჩი" არ დააყენებს საკუთარ კანდიდატს. რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილის მხარდაჭერას, გირჩის ამომრჩეველი არის სპეციფიკური ამომრჩეველი და ეს იცის ყველა პარტიამ. ბატონ ირაკლი ოქრუაშვილსაც მივცემთ იმის საშუალებას, რომ დაელაპარაკოს ჩვენ ამომრჩეველს, რომ ის იქნება იმ ხედვების მხარდამჭერი, რომლის გატარებაც "გირჩს" უნდა მომავალ პარლამენტში. თუ ის ამას შეძლებს, ის მიიღებს "გირჩის" ამომრჩევლების მხარდაჭერას", - აცხადებს ჯაფარიძე.

ცნობისთვის: დღეს ოპოზიციური პარტიები თბილისში დარჩენილ ორ მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატებზე შეთანხმდნენ. საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი იქნება, ხოლო დიდუბე-ჩუღურეთში - "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S