
"ნაციონალური მოძრაობა" დიდუბეში "გირჩს" უჭერს მხარს, საბურთალოზე კანდიდატს არ დავაყენებთ"
18/08/2020 08:40:54 საშინაო პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობა" დიდუბეში "გირჩს" უჭერს მხარს, საბურთალოზე კანდიდატს არ დავაყენებთ", – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
"მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა დღეს, რომელიც გულისხმობს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურის დაყენებას. ჩემი აზრით ამ ქვეყნისთვის თეორიულად არაფრის მომტანმა გია ვოლსკმა მარცხი უნდა იწვნიოს. მომავალმა თაობამ უნდა გაიმარჯვოს და ზურაბ ჯაფარიძე წარმოადგენს სწორედ ასეთ პოლიტიკოსს.
რაც შეეხება საბურთალოს რაიონს, ნაციონალური მოძრაობა კანდიდატს არ აყენებს, რადგან საბურთალოს რაიონში ოპოზიციის ბევრი ღირსეული კანდიდატია წარმოდგენილი და არ გვინდა მათ ხელი შევუშალოთ, ქართული ოცნების კანდიდატის დამარცხებაში ძლიერ ოპოზიციურ კანდიდატებს" , - განაცხადა ნიკა მალიამ.
ცნობისთვის: დღეს ოპოზიციური პარტიები თბილისში დარჩენილ ორ მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატებზე შეთანხმდნენ. საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი იქნება, ხოლო დიდუბე-ჩუღურეთში - "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.