
"გლდანში არჩევნების პირველივე ტურში დამაჯერებლად მოვიგებ"
18/08/2020 15:47:35 საშინაო პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩვენებში პირველივე ტურში გაიმარჯვებს. მისი თქმით, ოპოზიცია მმართველ გუნდს არ მისცემს საშუალებას, "ხმები მოიპაროს".
"მე პირადად ან მკვდარს გამომიტანთ გლდანის რაიონიდან, ან "ქართული ოცნების" არცერთ აქტივისტს, პოლიციის უფროსს, თუ პროკურორს, არ მივცემ იმის შესაძლებლობას, რომ არჩევნები გააყალბოს. გლდანის რაიონში, მთელი ოპოზიციური სპექტრის მხარდაჭერით დამაჯერებლად მოვიგებ პირველივე ტურში და ერთდერთი შანსი ბიძინა ივანიშვილის დარჩენილი აქვს- უნდა მოიპაროს და ამას ნამდვილად არ დავუშვებ. საკუთარი სიცოცხლის ფასადაც დავიცავ ნებისმიერ ადამიანს და ნებისმიერ ხმას და ეს ძალიან კარგად იცის "ქართულმა ოცნებამ". იგივეს გააკეთებს ყველა ოპოზიციური კანდიდატი... არჩევნებამდე აღიარებს ბიძინა ივანიშვილი მარცხს", – განაცხადა ნიკა მელიამ "მთავარი არხის" ეთერში.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნებზე გლდანში მაჟორიტარობისთვის "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია იბრძოლებს.