
ჯაფარიძის თქმით, “გირჩი” “ქართულ ოცნებას” კოალიციას არცერთ შემთხვევაში შეუქმნის
18/08/2020 18:07:06 საშინაო პოლიტიკა
“გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში “გირჩი” “ქართულ ოცნებას” კოალიციას არ შეუქმნის.
მისივე თქმით, ოპოზიცია მუშაობს ცალკე დეკლარაციაზე, რომელშიც გაწერილი იქნება, რომ ისინი პარლამენტში შესვლის შემთხვევაში მმართველ პარტიასთან კოალიციას არ შექმნიან.
ტელეკომპანია "პირველის" ჟურნალისტის კითხვაზე, “გირჩი” არცერთ შემთხვევაში არ შეუქმნის კოალიციას “ქართულ ოცნებას”?", ჯაფარიძემ შემდეგი განაცხადა:
"რა თქმა უნდა, არა. ჩვენ აქეთა ფლანგზე ვართ".