Accentnews.ge
თელავში პნევმატური იარაღიდან გასროლის შედეგად, 9 წლის ბიჭი დაიჭრა

თელავში პნევმატური იარაღიდან გასროლის შედეგად, 9 წლის ბიჭი დაიჭრა

19/08/2020 07:02:39 სამართალი

თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ კონდოლში პნევმატური იარაღიდან გასროლის შედეგად, 9 წლის ბიჭი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მოზარდები იარაღით თამაშობდნენ.

დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. მას დაზიანება მუცლის არეში აქვს მიყენებული.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S