Accentnews.ge
„ნაციონალური მოძრაობის" ცნობით, სამტრედიაში პარტიის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელი დააკავეს

„ნაციონალური მოძრაობის" ცნობით, სამტრედიაში პარტიის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელი დააკავეს

19/08/2020 10:39:09 სამართალი

„ნაციონალური მოძრაობის" ცნობით, სამტრედიაში პარტიის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელი დავით ზაქრაძე დააკავეს.

ზაქრაძის სახლში სამართალდამცველებმა ჩხრეკაც ჩაატარეს, რომელიც დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. სამტრედიაში "ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლების ინფორმაციით, პოლიციელები იარაღს და ნარკოტიკს ეძებდნენ, თუმცა ვერ აღმოაჩინეს. ისინი მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებენ.

ზაქრაძე ვრცელ კომენტარს არ აკეთებს და ამბობს, რომ მისი დაკავება არა ნარკოტიკებს, არამედ ჩხუბს უკავშირდება, რომელიც ნაცნობთან მოუვიდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S