Accentnews.ge
აფხაზეთიდან დევნილი ბენეფიციარები ამბულატორიული დახმარების პროგრამის მიღებას ზუგდიდის „ევექსის" ჰოსპიტალში შეძლებენ

აფხაზეთიდან დევნილი ბენეფიციარები ამბულატორიული დახმარების პროგრამის მიღებას ზუგდიდის „ევექსის" ჰოსპიტალში შეძლებენ

19/08/2020 14:19:47 საზოგადოება, რეკლამა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, Covid-19 ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის ამბულატორიული დახმარების პროგრამას - "კომპიუტერული ტომოგრაფიული გამოკვლევები დასავლეთის რეგიონში" იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროგრამა აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება და მოიცავს კომპიუტერულ ტომოგრაფიას და კომპიუტერულ ტომოგრაფიას კონტრასტით. ბენეფიციარები პროგრამით სარგებლობას ზუგდიდის "ევექსის" ჰოსპიტალში შეძლებენ.

„მსურველებმა განცხადება უნდა გადააგზავნონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: contactus@mhsa.gov.ge ,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S