Accentnews.ge
"მოქალაქეებს ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაციაზე ფასიან მომსახურებას სთავაზობენ. ეს არის კრიმინალი და შესაბამისი რეაგირება მოხდება"

"მოქალაქეებს ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაციაზე ფასიან მომსახურებას სთავაზობენ. ეს არის კრიმინალი და შესაბამისი რეაგირება მოხდება"

19/08/2020 14:15:46 საზოგადოება, რეკლამა

ჯანდაცვის სამინისტრო რიგი ფიზიკური პირებისა და გარკვეული პოლიტიკური პარტიების მხრიდან სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ 0-17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200 ლარიანი სახელმწიფო დახმარების პროგრამის, საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენების ფაქტს ეხმაურება.

„ჩვენამდე მოვიდა ძალიან ცუდი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არსებობენ ფიზიკური პირები, რომლებიც მოქალაქეებს ონლაინ რეგისტრაციაზე ფასიან მომსახურებას სთავაზობენ. მინდა გავაფრთხილო თითოეული მათგანი რომ ეს არის კრიმინალი და შესაბამისი რეაგირება მოხდება ჩვენამდე მოსულ ყველა ასეთ ფაქტზე. ეს არის უფასო მომსახურება, რომელსაც ბავშვიანი ოჯახები მიიღებენ მთავრობისგან.“ - განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ასევე ერთ-ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის მხრიდან, სახელმწიფო პროგრამის საკუთარი პარტიული ინტერესებისთვის გამოყენებას ეხმიანება.

„ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ გარკვეული პოლიტიკური პარტიები ცდილობენ ამ პროცესის პოლიტიზებას, ეს არის სახელმწიფოს მიერ ბავშვიანი ოჯახებისთვის შეთავაზებული დახმარება და ნამდვილად არ გვაქვს სურვილი, რომ ამ პროცესის პოლიტიზირება მოახდინოს ნებისმიერმა ძალამ“, - აღნიშნავს ბარკალაია.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, არ აქვს წვდომა ინტერნეტთან ან კომპიუტერთან, მას შეუძლია მიმართოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს, ადგილობრივ თვითმმართველობებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს, ან „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს. მათთვის დახმარების გაწევა სრულიად უფასოდ მოხდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S