Accentnews.ge
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

19/08/2020 14:28:44 თავდაცვა, რეკლამა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ანდრი ტარანმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და წუთიერი დუმილით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გმირთა მოედანზე იმყოფებოდა ასევე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი.

„გმირთა მოედანზე გამგზავრებამდე ანდრი ტარანს ქართველმა კოლეგამ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. გამართულ შეხვედრაზე მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, საერთო გამოწვევები და სტრატეგიული მიზნები მიმოიხილეს და უწყებებს შორის 2020 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გააფორმეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S