
"სააკაშვილმა ვინც კაცად აქცია, ისინი ახლა მას უპირისპირდებიან"
19/08/2020 14:03:15 საშინაო პოლიტიკა
პარტია „მოქალაქეების“ დამფუძნებლის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მას აქვს უფლება სთქვას, რომ "სააკაშვილი არ უნდა იყოს ამ ქვეყნის პრემიერი“. თუმცა იგი მიიჩნევს, რომ იგივეს თქმის უფლება არ აქვს იმ ხალხს, "ვინც სააკაშვილმა კაცად აქცია".
"სააკაშვილი არ უნდა იყოს ამ ქვეყნის პრემიერი. ყოველ შემთხვევაში, მე და ჩემი გუნდი, რაც ძალი და ღონე გვექნება, ამის წინააღმდეგ ვიქნებით იმიტომ, რომ სააკაშვილს არ აქვს უფლება, რომ იყოს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. არც უნდა იყოს. მაგრამ ამის თქმის უფლება მე მაქვს. დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია და გიგი უგულავა რომ ამაზე ლაპარაკობენ, ეს ხომ ძალიან სასაცილოა? [...] სააკაშვილმა კაცებად ვინც აქცია, ისინი დგანან ახლა და მას უპირისპირდებიან, მოძალადე იყოო, რეჟიმიო და რაღაცებს ლაპარაკობენ“, – განაცხადა ელისაშვილმა.