
ბოლო 24 საათში Covid-19-ით ოკუპირებულ აფხაზეთში 2–ჯერ მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე დანარჩენ საქართველოში
19/08/2020 15:59:49 კონფლიქტები, საზოგადოება
ბოლო 24 საათში Covid-19-ით ოკუპირებულ აფხაზეთში 2–ჯერ მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე დანარჩენ საქართველოში.
ე.წ. ოპერატიულ შტაბის მონაცემებით, დღე–ღამის განმავლობაში ოკუპირებულ რეგიონში დაავადება 19 პირს დაუდასტურდა. დანარჩენ საქართველოში კი ბოლო 24 საათში Covid-19–ით ინფიცირების 10 შემთხვევა დადასტურდა.
ე.წ. ოპერატიულ შტაბის ცნობით, 19 აგვისტოს მონაცემებით, გუდაუთის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 22 პაციენტი მკურნალობს. ოკუპირებულ აფხაზეთში ამ დრომდე კორონავირუსი სულ 221 ადამიანს გამოუვლინდა. მათგან 80 ადამიანი განიკურნა, სამი შემთხვევა კი ლეტალურად დასრულდა.