
"შრომის ინსპექციას ობიექტის დახურვის ბერკეტიც ექნება"
20/08/2020 09:12:09 საშინაო პოლიტიკა, საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს, დამატებით, ობიექტის დახურვაც შეეძლება, თუ ის განმეორებით შემთხვევაშიც არ დააკმაყოფილებს დაწესებულ ნორმებს.
მინისტრმა 20 აგვისტოს მთავრობის სხდომის შემდეგ განმარტა, რომ სადღეისოდ პანდემიასთან დაკავშირებით ნორმების დარღვევისთვის 100-ზე მეტი ობიექტია დაჯარიმებული.
"გამომდინარე იქიდან, რომ რიგ შემთხვევებში ისინი [დაჯარიმებული ობიექტები] განმეორებითი შემოწმების შემთხვევაშიც ვერ აკმაყოფილებდნენ იმ საჭირო ზომებს, რომლებიც მითითებულია ჩვენი მხრიდან, იყო ბევრად უფრო მკვეთრი დარღვევები, დღეისათვის, შრომის ინსპექციამ შეიძინა კიდევ დამატებით ბერკეტი: იმ შემთხვევაში, თუ ობიექტი განმეორებითი შემოწმების და ჯარიმის შემდგომაც ვერ აკმაყოფილებს საჭირო ნორმებსა და მოთხოვნებს, მას ექნება უკვე ლეგიტიმური უფლება, რომ დახუროს ობიექტი", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.