Accentnews.ge
"ნაციონალური მოძრაობის" ცნობით, მოქალაქეებს 200- ლარიანი დახმარების მიღებაში ტექნიკურ დახმარებას უწევენ

"ნაციონალური მოძრაობის" ცნობით, მოქალაქეებს 200- ლარიანი დახმარების მიღებაში ტექნიკურ დახმარებას უწევენ

20/08/2020 09:12:16 საშინაო პოლიტიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, პარტიის წევრები მოქალაქებს, რომლებიც მთავრობისგან გამოყოფილი 200-ლარიანი დამხარების მიღებას ცდილოებენ, უსასყიდლოდ უწევენ ტექნიკურ მხარდაჭერას და ამით, არც "პოლიტიკური ქულების" დაწერას ცდილობენ.

„მარტო ამ თანხის გამოყოფა საკმარისი არაა, აუცილებელია, რომ მთავრობას ხალხი უზრუნველეყო, რათა მათ იოლად შეძლებოდათ დარეგისტრირება. ჩვენ ამ პროცესმა გვაჩვენა, რომ მოსახლეობას რეგისტრაციის გავლის სერიოზული პრობლემა აქვს, ინტერნეტიზაციის მაღალი ხარისხი არაა, არ აქვთ კომპიუტერები. შესაბამისად, ჩვენ გამოვიჩინეთ ინიციატივა მოსახლეობას ტექნიკურად დავხმარებოდით. საკმაოდ ბევრი ხალხი მოვიდა დახმარების თხოვნით ჩვენს ოფისებში, თუმცა ამან აღაშფოთა „ქართული ოცნება". ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, მოსახლეობას ამ პროცესში დახმარება გავუწიოთ. ეს დახმარება იყო უსასყიდლო და ასევე გაგრძელდება. ტექნიკურად ვეხმარებით ჩვენ მხოლოდ“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

დღევანდელი მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გამოეხმაურა, ბავშვების დახმარების პროგრამაში რეგისტრაციასთან დაკავშერულ საკითხს და აღნიშნა, რომ შესაძლო სამართლებრივი პრობლების გამოკვეთის შემთხვევებს შესაბამისი უწყებები მიხედავენ:

„ქვეყანაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ფინანსური და ზოგ შემთხვევაში პოლიტიკური სარგებელი მიიღონ, რომ ბავშვებს და მათ მშობლებს დაეხმარონ იმ დახმარების მიღებაში, რომელიც მათ სახელმწიფოსგან ეკუთვნით“.

ჯანდაცვის სამინისტრომ 19 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომ „რიგი ფიზიკური პირებისა და გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროგრამის, საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენება ხდება“:

„ჩვენამდე მოვიდა ძალიან ცუდი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არსებობენ ფიზიკური პირები, რომლებიც მოქალაქეებს ონლაინ რეგისტრაციაზე ფასიან მომსახურებას სთავაზობენ. გარკვეული პოლიტიკური პარტიები ცდილობენ ამ პროცესის პოლიტიზებას, ეს არის სახელმწიფოს მიერ ბავშვიანი ოჯახებისთვის შეთავაზებული დახმარება და ნამდვილად არ გვაქვს სურვილი, რომ ამ პროცესის პოლიტიზირება მოახდინოს ნებისმიერმა ძალამ“.

ჯანდაცვის სამინიტროს ამ განცხადებას „ქართული ოცნების“ ლიდერების შეფასებებიც მოჰყვა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „არანაირი სჭიროება არ არის რომელიმე ფიზიკური პირის, რომელიც პირდაპირ ვიტყვი, თაღლითობს და ფულს ართმევს მოქალაქეს იმაში, რომ ბავშვები დაარეგისტრირონ შესაბამის ბაზაში და ასევე არ არსებობს პოლიტიკური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის" დახმარების საჭიროება“.

ცნობისთვის: 15 აგვისტოს ამოქმედდა სოციალური მომსახურების სააგენტოს სპეციალური ონლაინპორტალი 17 წლამდე პირებისთვის გამოყოფილი 200-ლარიანი დახმარების მისაღებად საჭირო რეგისტრაციისთვის. მთავრობამ ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიის შედეგად მიღებული ზიანის შემსუბუქების მიზნით ახსნა.

ელექტრონული რეგისტრაციის გარდა, დახმარების თანხის მისაღებად მოქალაქეებს საშუალება აქვთ, მიმართონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივ თვითმმართველობებს, „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს. მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, მოქალაქეებმა რეგისტრაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტს უნდა მიმართონ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S