
მედია – ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდნენ
20/08/2020 12:06:47 კონფლიქტები, საშინაო პოლიტიკა
“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე 18 აგვისტოს იმყოფებოდნენ, – იუწყება “მთავარი არხი”.
მისივე ცნობით, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებმა უპრობლემოდ გადაკვეთეს საგუშაგო პოსტი.
"სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლის თქმით, ორივე პოლიტიკოსი, უკან დაბრუნების შემდეგ, გამშვები პუნქტიდან საკარანტინო ზონაში, განმუხურში თავად გადაიყვანა", – იუწყება ტელეკომპანია.
საკითხთან დაკავშირებით “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებს კომენტარი ჯერ–ჯერობით არ გაუკეთებიათ.