Accentnews.ge
პროკურორი – შაქარაშვილის საქმის ბრალდებულებზე: "არ ვაიძულებთ შიმშილობას, ეს მათი პოზიციაა"

პროკურორი – შაქარაშვილის საქმის ბრალდებულებზე: "არ ვაიძულებთ შიმშილობას, ეს მათი პოზიციაა"

20/08/2020 13:39:24 სამართალი

20 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი არასრულწლოვანების მიერ შიმშილობის დაწყების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ "ეს მათი პოზიციაა".

"არ ვაიძულებთ ვინმეს, რომ იშიმშილოს, ეს არის მათი პოზიცია... შიმშილობა არ ნიშნავს ადამიანის რაიმე სახით შეზღუდვას, მას მიეწოდება საჭმელი იმ დოზით, რა დოზითაც მიეწოდებოდა", - განაცხადა პროკურორმა ბრალდებული არასრულწლოვანების დღევანდელი სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.

არასრულწლოვანმა ზ.ხ.-მ შიმშილობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. როგორც მედიას მისმა ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განუცხადა, შიმშილობა დაიწყო კიდევ ორმა არასრულწლოვანმა ლ.შ.-მ და ა.ქ.-მ.

ცნობისთვის: გამოძიებამ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვანის საქმე ცალკე გამოყო. მათგან ოთხს — ნ.ც-ს; ლ.შ-ს; ნ.ქ-ს და გ.მ-ს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან. ხოლო მათგან ორს — ზ.ხ-ს და ა.ქ-ს გარდა ამ მუხლებისა, გამოძიება განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას ედავება.

11 აგვისტოს პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ ხუთ ადამიანს ბრალი დაუმძიმა. ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძესა და არასრულწლოვნებს: ზ.ხ.-და და ა.ქ.-ს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობასაც ედავება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილით ჯგუფურად განზრახ მკვლელობა 13-დან 17 წლამდე პატიმრობით ისჯება.

იხლეთ ასევე: პროკურატურა – შაქარაშვილის მკვლელობაში მონაწილე 5-მა პირმა მას გარდაცვალებამდე სასტიკად სცემა და შემდეგ არაგვში გადააგდო

გამოძიებამ ბრალდებულთა ინტერესების დამცველი ადვოკატები საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილა

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S