Accentnews.ge
ცხინვალში ხვიჩა მღებრიშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს

ცხინვალში ხვიჩა მღებრიშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს

20/08/2020 13:17:33 კონფლიქტები

ოკუპირებულ ცხინვალში მიმდინარეობს საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქის ხვიჩა მღებრიშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი.

აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის "ცხელი ხაზის" საშუალებით დაუდასტურეს.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილი 3 ივლისს დააკავეს. მას ბრალად დასდეს ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და "წითელ წიგნში" შეტანილი იშვიათი სახეობების მოპოვების მცდელობა.დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა მღებრიშვილის "ვიდეოაღიარებაც" გაავრცელა, რომლის მიხედვით, "იგი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად იყო გადასული და ამისთვის 5 ათასიდან 10 ათას დოლარამდე ჰპირდებოდნენ".

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოდგილის ირაკლი ანთაძის თქმით, 30 ივლისს ერგნეთის შეხვედრაზე ოსურ მხარეს ღამურების ეპიზოდზე აღარ უსაუბრია.

ოჯახი ხვიჩა მღებრიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს და წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციებს გეგმავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S