Accentnews.ge
ვაშაძე – ენმ–ს: "არ დაუშვათ ფატალური შეცდომა იმიტომ, რომ სიტყვის გამტეხის სახელი ძალიან ცუდია"

ვაშაძე – ენმ–ს: "არ დაუშვათ ფატალური შეცდომა იმიტომ, რომ სიტყვის გამტეხის სახელი ძალიან ცუდია"

20/08/2020 15:57:43 საშინაო პოლიტიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე "ნაციონალურ მოძრაობაში" ისნის მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატის დაყენებაზე მსჯელობას შეთანხმების დარღვევად აფასებს.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" იმას იმეორებს, რასაც "ქართულ ოცნებას" 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით ედავებოდა:

"რატომ არ აქვს დღეს ნდობა დამსხვრეული ოცნებების პარტიას? მარტივი მიზეზის გამო. მან მოატყუა ამომრჩეველი, არც ერთი დაპირება არ შეუსრულებია. 2016 წლის დაპირებები რომ ამოიღოთ, არც ერთი არ აქვთ შესრულებული. როცა დღეს ახალი დაპირებებით გამოდიან, ნულოვანი ნდობა აქვთ. 8 მარტის შეთანხმებაზე ჩვენ ქართულ ოცნებასთან პრეტენზია რა გვაქვს? რომ თავისებურ ინტერპრეტაციებს აძლევენ ამ შეთანხმებას. და პრეტენზია ხომ ეს გვაქვს, რომ შეთანხმებას არღვევს".

მისი თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობა" ისნის მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატის დაყენებით ფატალურ შეცდომას დაუშვებს.

"ეს ფატალური შეცდომა მათ არ უნდა დაუშვან იმიტომ, რომ სიტყვის გამტეხის სახელი ძალიან ცუდია", - აცხადებს ვაშაძე.

ვაშაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაშიც აუცილებლად გაიმარჯვებს, თუ ენმ ისნის ოლქში კონკურენტ კანდიდატს დაუყენებს:

"მე მაინც გავიმარჯვებ ისნის რაიონში. მხარდაჭერას ხომ არაფერი შეცვლის. ხალხთან დამოკიდებულებას ხომ არაფერი შეცვლის. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ".

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ განიხილავენ ისნის საარჩევნო ოლქში, ოპოზიციის საერთო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ვაშაძის კონკურენტის დასახელებას.

"ჩვენს ამომრჩეველს ნამდვილად აწუხებს ის, რომ ისანში, სადაც ნაციონალური მოძრაობის ორგანიზაცია ძლიერად არის წარმოდგენილი, არ გვყავს ჩვენი საკუთარი კანდიდატი", - განაცხადა პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში და დაამატა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S