Accentnews.ge
მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

20/08/2020 17:00:15 სამართალი

მდინარე მტკვარში 18 აგვისტოს გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

"ახალგაზრდა მამაკაცის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 18 აგვისტოს შემოვიდა. შეტყობინების შემოსვლისთანავე, პოლიციის და სამაშველო ჯგუფების მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და მამაკაცის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები", - აცხადებენ შსს–ში.

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, საძიებო სამუშაოებს 9-კაციანი ჯგუფი და ეკოლოტი ახორციელებდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას 143-ე მუხლით აწარმოებს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S