
"ზუგდიდში მურთაზ ზოდელავას კანდიდატურა განიხილება"
20/08/2020 19:07:40 საშინაო პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ზუგდიდის მაჟორიტარად ვერა ქობელიას კანდიდატურა პარტიაში არ განიხილება.
"ვერა არის ჩემი მეგობარი და მივიჩნევ, რომ არის ერთ-ერთი წარმატებული ადამიანია საქართველოში და არა მხოლოდ, საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ვისურვებდი, რომ ვერა რაღაც კონფიგურაციით ყოფილიყო პოლიტიკურ მოცემულობაში, მაგრამ ვერას კანდიდატურა დღეს ზუგდიდში არ იხილება", - განაცხადა დეკანოიძემ ტელეკომპანია " ფორმულას" ეთერში.
დეკანოიძის თქმით, ზუგდიდში რამდენიმე კანდიდატი განიხილება, მათ შორის, მურთაზ ზოდელავა.
"ერთ-ერთი კანდიდატი, რომელიც განიხილება ძალიან აქტიურად არის მურთაზ ზოდელავას კანდიდატურა", - განაცხადა დეკანოიძემ.