რუსთავში ავტომობილი ქვეითებს, მათ შორის მცირეწლოვანს დაეჯახა
20/08/2020 19:41:46 სამართალი
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ფეხით მოსიარულე ახალგაზრდა ქალსა და მცირეწლოვანს დაეჯახა.
დაშავებული ახალგაზრდა ქალი და მცირეწლოვანი ჰოსპიტალიზებულები არიან.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რა ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


