"კამერების დათვალიერების შემდეგ ჩანს, რომ ბაჩალიაშვილი შეხვედრაზე მიემართებოდა"
21/08/2020 04:20:10 სამართალი
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული მასალების დათვალიერების შემდეგ ნათლად ჩანს, რომ თამარ ბაჩალიაშვილი არა თავის მოსაკლავად, არამედ შეხვედრაზე მიემართებოდა.
მისი თქმით, არსებობს კიდევ სხვა საეჭვო გარემოებები, რომელიც გამოძიებასაც არ შეუმჩნევია.
"დავათვალიერეთ ძალიან დიდი მასალა სათვალთვალო კამერებიდან, სადაც ნათლად ჩანს, რომ თამუნა არათუ თავის მოსაკლავად, არამედ სადღაც შეხვედრაზე მიდიოდა იმიტომ, რომ რასაც ჩვენ ვაკვირდებოდით, სხვანაირად ვერ გადაადგილდებოდა ასე. გარდა ამისა გეტყვით, რომ საეჭვო ფაქტორებიც შეინიშნება, ეს ნიუანსები აქამდე გამოძიებასც არ ჰქონდა შემჩნეული", - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.
შუალედურ დასკვნაში საუბარია მედიკამენტებზე, თუმცა საბოლოო დასკვნა გასცემს პასუხს შეკითხვას, თუ რისთვის იყო ეს მედიკამენტები.
საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელსაც პროკურატურა მთელი ღამის განმავლობაში ატარებდა დღეს დასრულდება. სპეციალური სამუშაოს ჯგუფის წევრები გარდაცვლილის ოჯახს შეხვდნენ. შეხვედრაზე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახსა და ადვოკატს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ამ ეტაპისთვის მოპოვებული საქმის მასალები და მიღებული ექსპერტიზის შედეგები გააცნეს.


