
პარლამენტის თანამშრომლებს შენობის დატოვება სთხოვეს
21/06/2019 14:21:00 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
პარლამენტის შენობიდან პარლამენტის აპარატის თანამშრომლები გავიდნენ. შენობიდან გასვლა სთხოვეს იქ მყოფ ჟურნალისტებსაც.
რეკომენდაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის.
ცნობისთვის: პარლამენტთან დღეს, 19:00 საათზე დაგეგმილია მორიგი საპროტესტო აქცია.