ბათუმში სასურსათო მაღაზია გაქურდეს
21/08/2020 07:50:00 სამართალი
ბათუმში სასურსათო მაღაზია გაქურდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ძარცვის შესახებ მეპატრონემ დილით მაღაზიის გაღების დროს შეიტყო, რადგან კარი დაზიანებული დახვდა.
მაღაზიიდან თანხა არის წაღებული, თუცა რაოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება კი 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.


