თბილისში საცხოვრებელი კორპუსიდან ქალი გადმოვარდა
21/08/2020 08:31:03 სამართალი
თბილისში, საბურთალოზე მდებარე ერთ–ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოებს შორის არსებული ფანჯრის მეორე სართულიდან 60 წლის ქალი გადმოვარდა და გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სასწრაფო დახმარების ბრიგადას 60 წლის ქალი ადგილზე ცოცხალი დახვდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


