
"მნიშვნელოვანია, პარლამენტში უფრო მეტი პარტია იყოს წარმოდგენილი"
21/08/2020 10:24:41 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
აშშ-ს ელჩი საქართველოში პარლამენტის მრავალპარტიულობის მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში უფრო მეტი პარტია უნდა იყოს.
"მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი იყოს უფრო პლურალისტური, უფრო მეტი პარტია იყოს წარმოდგენილი",- აცხადებს ელჩი.
მისივე თქმით, აუცილებელია, პარტიებმა უფრო მეტად ითანამშრომლონ ერთმანეთთან.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ოქტომბერში იგეგმება.