Accentnews.ge
თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზაზე 21  აგვისტოს  23:00  სთ-დან 22  აგვისტოს  06:00  სთ-მდე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება

თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზაზე 21  აგვისტოს  23:00  სთ-დან 22  აგვისტოს  06:00  სთ-მდე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება

21/08/2020 11:00:45 რეგიონები, რეკლამა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის E-60 ავტომაგისტრალის შემადგენელი ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის ქ.ხაშურის შემოვლითი საავტომობილო გზის გახსნის ღონისძიებებითვის საჭიროა საერთაშორისო მნიშნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ120 მონაკვეთზე, დასავლეთის მიმართულებაზე გზის ჩაკეტვა 2020 წლის 21 აგვისტოს 23:00 სთ-დან 22 აგვისტოს 06:00 სთ-მდე.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დროის აღნიშნულ პერიოდში, დასავლეთის მიმართულებაზე მოძრავი სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ114 მონაკვეთზე არსებული ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძიდან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-203) თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ 102 (ქარელის სატრანსპორტო კვანძი)-გომი-აგარა-თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ 121 (აგარების სატრანსპორტო კვანძი) საავტომობილო გზაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S