Accentnews.ge
ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ხვიჩა მღებრიშვილს პატიმრობა შეუფარდა

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ხვიჩა მღებრიშვილს პატიმრობა შეუფარდა

21/08/2020 12:03:03 კონფლიქტები

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო საქალაქო სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მღებრიშვილს 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ იგი დამნაშავედ სცნო რუსეთის ფედერაციის სს კოდექსის 322-ე - "სახელმწიფო საზღვრის დარღვევის" მუხლით გათვალისწინებუ ქმედებაში.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილი 3 ივლისს დააკავეს. მას ბრალად დასდეს ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და "წითელ წიგნში" შეტანილი იშვიათი სახეობების მოპოვების მცდელობა.დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა მღებრიშვილის "ვიდეოაღიარებაც" გაავრცელა, რომლის მიხედვით, "იგი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად იყო გადასული და ამისთვის 5 ათასიდან 10 ათას დოლარამდე ჰპირდებოდნენ".

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ხვიჩა მღებრიშვილისთვის სამთვიანი პატიმრობის შეფარდებას "პროვოკაციულ და დესტრუქციულ გადაწყვეტილებად" აფასებს.

„შემაშფოთებელია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები კვლავ განაგრძობენ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებისა და გატაცების ფაქტებს. უკვე თვეებია უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეები: გენადი ბესტაევი, ხვიჩა მღებრიშვილი და ზაზა გახელაძე. პროვოკაციულ გადაწყვეტილებად შეიძლება ჩაითვალოს საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ხვიჩა მღებრიშვილისთვის ე.წ.სამთვიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილება. რომელიც რა თქმა უნდა, წარმოადგენს დესტრუქციულ ქმდებას და პროვოკაციულ ნაბიჯს. მით უფრო ცინიკურია ის ე.წ. ბრალდება, რა მოტივითაც დაკავებულია ხვიჩა მღებრიშვილი. ეს გახლავთ ნაწილი იმ დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიის, რასაც ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ აწარმოებენ საოკუპაციო ძალები. თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლება განგრძობს, აქტიურ ქმედებებს და მოახდნს ჩვენი პარტნიორების სრულ მობილიზებას იმისათვის, რომ საქართველოს მოქლაქეები დროულად გათავისუფლდნენ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარი ნარჩემაშვილმა.

საქართელოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი გახარიამ ხვიჩა მღებრიშვილისთვის სამთვიანი პატიმრობას მისჯას "სამწუხარო ფაქტი" უწოდა.

„უაღრესად სამწუხარო ფაქტია. ჩვენ ყოველდღიურად ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ვმუშაობთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი, რომელიც მთავრობას აქვს და აქტიურად ვმუშაობთ ამაზე. ყველაფერი იქნება ნორმალურად“,- განაცხდა გიორგი გახარიამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S