ახალქალაქში ენზელ მკოიანის ძმის მანქანა ააფეთქეს
21/08/2020 14:05:44 სამართალი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ენზელ მკოიანის თქმით, ახალქალაქში მისი ძმის მანქანა ააფეთქეს.
თავად დეპუტატი, მომხდარს მისი მისამართით ბოლო პერიოდში გაჟღერებულ მუქარას უკავშირებს.
"თავდასხმა იყო, ძლიერი აფეთქება მოხდა, სამ კილომეტრში ისმოდა ყველაფერი. აფეთქება ამ ხის სიახლოვეს მოხდა, ხის ნაფოტები აქეთ-იქით ყრია. მანქანაში ყველა დამცავი ბალიში გაიხსნა. ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან შეშინდა. გახსოვთ ალბათ, დაახლოებით ერთი თვის წინ მე მოკვლით მემუქრებოდნენ", - აცხადებს ენზელ მკოიანი.
ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.


