Accentnews.ge
"ზაფხულში ამომრჩევლებთან ურთიერთობამ გადამაწყვეტინა, ისევ გავხდე ვაკის მაჟორიტარი"

"ზაფხულში ამომრჩევლებთან ურთიერთობამ გადამაწყვეტინა, ისევ გავხდე ვაკის მაჟორიტარი"

21/08/2020 14:12:55 საშინაო პოლიტიკა

"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი ბიძინა გეგიძე ისევ აპირებს, რომ პარლამენტში ამ ვაკის უბნის სახელით მოხვდეს.

"ჩემო თბილისელებო, ზაფხულის პერიოდში ამომრჩევლებთან ურთიერთობამ გადამაწყვეტინა ისევ გავხდე ვაკის მაჟორიტარი", - წერს გეგიძე სოციალურ ქსელში.

საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით, უპარტიო დეპუტატობის კანდიდატი საინიციატივო ჯგუფმა უნდა დაასახელოს, გეგიძე სწორედ ამიტომ მსგავს ჯგუფს ეძებს.

"ჩემთვის დიდი პატივი იქნება, თუ თქვენ გექნებათ სურვილი წარმადგინოთ კანდიდატად საინიციატივო ჯგუფის სახელით. ველოდები თქვენ გამოხმაურებას მომდევნო ათი დღის განმავლობაში", - აცხადებს გეგიძე.

ვაკეში ამ ეტაპზე მაჟორიტარობის რამდენიმე კანდიდატი უკვე დასახელებულია: "ქართული ოცნების" სახელით კენჭს ნოდარ ტურძელაძე იყრის, "ოპოზიციური ერთობის" - ელენე ხოშტარია, "ლელოდან" - ლევან კობერიძე, "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" კანდიდატი კი ბექა ნაცვლიშვილი იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S