Accentnews.ge
საგარეჯოსა და დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლები დაისეტყვა

საგარეჯოსა და დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლები დაისეტყვა

21/08/2020 18:38:17 რეგიონები

საგარეჯოსა და დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლები დაისეტყვა. სტიქიამ საგარეჯო, ასევე სოფლები – პატარძეული, გიორგიწმინდა, ნინოწმინდა და წყაროსთავი დააზარალა. დასტყვილია ძირითადად საკარმიდამო ნაკვეთები და სასოფლო-სამეურნეო კულტურები.

ამასთან, სტიქიის შედეგად დაზიანდა მაღალი ძაბვის სადენი, რის გამოც, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია ქალაქი საგარეჯო და რამდენიმე სოფელი.

ძლიერმა სეტყვამ პრობლემები დმანისის მუნიციპალიტეტშიც შექმნა.

დმანისის მერ გიორგი ტატუაშვილის თქმით, დასეტყვილია 12 სოფელი და რაიონული ცენტრი. დაზიანებულია ხეხილის ბაღები და სასოფლო-სამეურნეო კულტურები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S