
შორტების გამო მამა–შვილის ცემისთვის დაკავებულ ორ პირს პატიმრობა, ხოლო ერთს გირაო შეეფარდა
23/08/2020 11:05:44 სამართალი
თელავის რაიონულმა სასამართლომ პანკისის ხეობაში დისკრიმინაციული ნიშნით მომხდარ ცემის ფაქტზე დაკავებულებიდან ორს პატიმრობა, ხოლო ერთს – არასრულწლოვანს 2000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
წინასასამართლო სხდომა 24 სექტემბერს ჩაინიშნა.
პანკისის ხეობაში ძალადობა 8 აგვისტოს მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვარელწყალში, 1971 წელს დაბადებულ პირს და მის არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაპირისპირების მიზეზი დისკრიმინაციული ნიშნით, კერძოდ, შორტების გამო დაწყებული ურთიერთშელაპარაკება გახდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.