Accentnews.ge
ბათუმის მიმართულებით გადაადგილება შეუფერხებლად ხორციელდება

ბათუმის მიმართულებით გადაადგილება შეუფერხებლად ხორციელდება

23/08/2020 14:26:03 რეგიონები, საზოგადოება

ბათუმის შესასვლელთან წყალდიდობის გამო შეფერხებული მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ავტოტრანსპორტის ქალაქში შესვლა უკვე შეუფერხებლად მიმდინარეობს, ქალაქიდან გასასვლელ გზის ნაწილზე კი გადაადგილება ეტაპობრივად დაიწყო.

ძლიერი წვიმის შედეგად, დღეს მახინჯაურის მონაკვეთი დაიტბორა, რის გამოც ბათუმის მიმართულებით მოძრაობა პრაქტიკულად შეწყდა და მგზავრებს რამდენიმე საათის განმავლობაში მოუწიათ საცობში ყოფნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S