Accentnews.ge
შაქარაშვილის საქმე: „ნახალოვკა უპატრონო ნუ გგონიათ: თემქა, გლდანი, დიდუბე - ყველა აგვყვება!“

შაქარაშვილის საქმე: „ნახალოვკა უპატრონო ნუ გგონიათ: თემქა, გლდანი, დიდუბე - ყველა აგვყვება!“

24/08/2020 05:21:30 სამართალი

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული პირების ოჯახის წევრები ბრალდებულთა გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში, ნაძალადევის რაიონში შეიკრიბნენ. საუბარია "ტოიტა ქამრის" მგზავრების ახლობლებზე, რომლებსაც გამოძიება განზრახ ჯგუფურ მკვლელობას ედავება.

მათი მტკიცებით, გამოძიება არასწორი მიმართულებით მიმდინარეობს და პროკურატურას შესაბამისი ქმედებებისკენ მოუწოდებენ.

"გამოძიება არასწორი მიმართულებით მიდის ჩემი უდანაშაული შვილი ზის ციხეში,"- განაცხადა ერთ-ერთი დაკავებულის არჩილ გაგნიძის დედამ ლია გელაშვილმა.

არასრულწლოვანი ზ.ხ -ს მამა კი აცხადებს, რომ მათ ბევრი ადამიანი თანაუგრძნობს.

"აქ მხოლოდ ნათესავები დგანან. ნახალოვკა უპატრონო ნუ გგონიათ, თემქა, გლდანი, დიდუბე - ყველა აგვყვება. ამ ხალხს თქვენ ვერ გააჩერებთ,"- განაცხადა თამაზ ხომასურიძემ.

ცნობისთვის: სასამართლო დღეს დაკავებულთათვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე იმსჯელებს.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრულწლოვანია. დაკავებულების ნაწილს გამოძიება ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და განზრახ ჯგუფურად მკვლელობას ედავება. ყველა მათგან აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S