Accentnews.ge
რუსეთის სახელმწიფო დუმაში საქართველოს კურორტებისა და ქართული პროდუქციის ბოიკოტირების ინიციატივით გამოვიდნენ

რუსეთის სახელმწიფო დუმაში საქართველოს კურორტებისა და ქართული პროდუქციის ბოიკოტირების ინიციატივით გამოვიდნენ

21/06/2019 15:16:53 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

რუსეთის სახელმწიფო დუმაში საქართველოს კურორტებისა და ქართული პროდუქციის ბოიკოტირების ინიციატივით გამოვიდნენ. 

როგორც რუსული მედია იუწყება, დუმის ტურიზმის, სპორტის, ფიზკულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, მიხეილ დეგტიარევმა განაცხადა, რომ ბოიკოტირება თბილისში რუსოფობიური გამოსვლების მორიგი ტალღის გამო უნდა მოხდეს.

„საქართველოს ყველა კურორტისა და ყველა ქართული პროდუქციის ბოიკოტი – ყველაზე სწორი გადაწყვეტილება თბილისში, რუსოფობიური გამოსვლების მორიგი ტალღის შემდეგ. დაე უცადონ ტურისტებს აშშ-დან, ევროკავშირიდან და ბორჯომი ევროპულ ბაზარზე გაყიდონ“, – განაცხადა რუსმა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა გუშინ 20 ივნისს რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის გადადგომას, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას პროპორციული სისტემით. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში. ექიმების თქმით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რამდენიმე მათგანისთვის თვალის შენარჩუნების საკითხი. ხელისუფლება აქციის დარბევაზე და მოქალაქეების დაშავებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს ოპოზიციას და არ აპირებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ოპოზიცია აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებს აგრძელებს. აქცია დღეს [21 ივნისს] 19:00 სთ-ზეა დაგეგმილი. 

20 ივნისს, საღამოს მომიტინგეების მხრიდან პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობას ძალოვანების მიერ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენება მოჰყვა. ჯამში დაშავდა სულ მცირე, 240 მოქალაქე, რამდენიმემ თვალი დაკარგა.



 


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S