
პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა
21/06/2019 15:22:52 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია განახლდა. ადგილზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე, „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა და სხვა ოპოზიციონერი ლიდერები.
რუსთაველის გამზირი, ხალხის სიმრავლის გამო გადაკეტილია.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
აქციის მონაწილეები მოითხოვონ თანამდებობა დატოვოს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ და გუშინ მომხდარ ფაქტებთან ყველა იმ ძალოვანის პასუხისმგებლობის საკითხს ითხოვენ, რომლებმაც ძალას გადაამატეს. ამასთან, ისინი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვენ.