გარდაცვლილი მოზარდის ახლობლები: "ბოლო ორი დღე ბიჭი გამოკეტილი ჰყავდა"
24/08/2020 10:55:59 სამართალი
11 წლის მოზარდის ნათესავები ყვებიან, რომ მამა მასზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა. ამასთან, მათივე თქმით, მოზარდი მამას სახლში ჰყავდა ჩაკეტილი და გარეთ არ უშვებდა, რომ მომხდარზე არ ესაუბრა.
"ბოლო ორი დღე ბიჭი ჰყავდა გამოკეტილი, გარეთ არ უშვებდა, რომ არ მოეყოლა, რა მოხდა. ორი დღის წინ დამირეკა, დეიდა, ცემას გადავურჩიო, ვუთხარი გამოდი-მეთქი და არა, რომ გამოვიდე, მერე თქვენც გეჩხუბებათო", -განაცხადა ბავშვის დეიდამ.
კითხვაზე, თუ ძალადობის შესახებ იცოდნენ, რატომ არ მიიღეს ზომები, ნათესავები პასუხობენ, რომ მათ მამაკაცთან კონფლიქტი ჰქონდათ და მის სახლში მისვლას ვერ ახერხებდნენ.
შეგახსენებთ, რომ შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით თერჯოლაში კაცი დააკავეს.


