Accentnews.ge
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11-ვე პირი პატიმრობაში რჩება

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11-ვე პირი პატიმრობაში რჩება

24/08/2020 10:58:53 სამართალი

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11-ვე პირი მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განაცხადა, ბრალდების მხარემ დაასაბუთა ის გარემოება, რომ ყველა მათგანის მიმართ კვლავ ძალაში უნდა დარჩენილიყო აღკვეთის ღონისძიება.

"ადვოკატებმა დააფიქსირეს საკუთარი პოზიციები აღნიშნულთან დაკავშირებით, თუმცა ეს პოზიციები ახლად გამოვლენილი გარემოებიდან გამომდინარე არ იყო გაკეთებული. იგივეს აცხადებდნენ რასაც წინა პროცესებზე აცხადებდნენ. შესაბამისად, სასამართლომ ძალაში დატოვა თავისი გადაწყვეტილება,” - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრულწლოვანია. დაკავებულების ნაწილს გამოძიება ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და განზრახ ჯგუფურად მკვლელობას ედავება. ყველა მათგან აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S