Accentnews.ge
დაპირისპირება ნინოწმინდაში – დაკავებულია 11 პირი

დაპირისპირება ნინოწმინდაში – დაკავებულია 11 პირი

24/08/2020 11:37:37 სამართალი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტ სოფელ თორიაში ერთმანეთს ადგილობრივები და მწყემსები დაუპირისპირდნენ. არიან დაშავებულები, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ძალადობისთვის ორივე მხრიდან ჯამში 11 პირი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი საძოვრები გახდა. კერძოდ, მწყემსები ცხვარს სოფელ თორიაში აძოვებდა, რამაც ადგილობრივების პროტესტი გამოიწვია. ადგილობრივების შეფასებით, სოფლის პირუტყვი საკვების გარეშე რჩებოდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა და 225-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძალადობას და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S