Accentnews.ge
საზმაუ: პირველი არხის შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა

საზმაუ: პირველი არხის შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა

24/08/2020 12:24:23 სამართალი

საქართველოს პირველი არხის ცხელ ხაზზე ცოტა ხნის წინ შემოვიდა ზარი ბომბის არსებობის შესახებ, რის გამოც პირველი არხის შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა,– იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებელი.

არხის ადმინისტრაციამ მიმართა შსს-ს და ამ დროისთვის, საქართველოს პირველი არხის შენობაში შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

საქართველოს პირველი არხის ტელე და რადიოთერი შეფერხების გარეშე გრძელდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S