ავტოავარიების მსხვერპლთა ბოლო ხუთი წლის სტატისტიკა
24/08/2020 13:15:23 სამართალი
2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად 97 ადამიანი დაიღუპა, ხოლო მეორე კვარტალში - 42. მესამე კვარტლის მონაცემები ჯერ უცნობია.
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული სტატისტიკის მიხედვით, საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2015 წლიდან კლებადია. კერძოდ, 2015 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს სულ 434 ადამიანი ემსხვერპლა, მაშინ როდესაც 2016 წელს ეს რიცხვი 430 იყო, 2017 წელს – 372, 2018 წელს – 323, ხოლო 2019 წელს - 320.
შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს შატილის გზაზე სამარშრუტო ტაქსი კლდიდან გადავარდა. შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, ხოლო სამის მდგომარეობა კრიტიკულია.
ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტები გზებზე სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის მიზეზად საგზაო ინფრასტრუქტურას და ზოგადად, სატრანსპორტო უსაფრთხოების პოლიტიკის არარსებობას ასახელებენ.


