
აქციის მონაწილეთა ნაწილი გრიგოლ ვაშაძის სიტყვით გამოსვლას უკმაყოფილებით შეხვდა (ვიდეო)
21/06/2019 15:56:10 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
აქციის მონაწილეთა ნაწილი, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის გრიგოლ ვაშაძის სიტყვით გამოსვლას უკმაყოფილებით შეხვდა. აქციის მონაწილეები მისი გამოსვლის პარალელურად აღნიშნავდნენ, რომ შეკრება არა პარტიებისთვის, არამედ ქვეყნისთვის მოხდა.
აქციის მონაწილეების მიერ რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის გადაკეტილია. ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.