Accentnews.ge
ნიგოზასთან ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

ნიგოზასთან ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

24/08/2020 19:35:46 სამართალი

კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნიგოზასთან ავარია მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, ავტბანზე ავტომობილი ფეხით მოსიარულეს შეეჯახა, რომელიც გზის გადაკვეთას ცდილობდა. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"რუსთავი 2"–ის ცნობით, შემთხვევის შემდეგ დაზარალებულს რამდენიმე გამვლელმა ავტომობილმა გადაუარა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S