Accentnews.ge
ავტომაგისტრალზე​ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია

ავტომაგისტრალზე​ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია

25/08/2020 10:36:04 სამართალი

24 აგვისტოს თბილისი-სენაკის ავტომაგისტრალზე,​ შავშვების მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია. იდენტიფიცირებულია გარდაცვლილიც და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

სისხლის სამართლის საქმე სსკ–ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილი აღიძრა.

შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს თბილისის სენაკის ავტობანზე ქვეითს ავტომობილი დაეჯახა, მძღოლი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ შემთხვევის შემდეგ დაზარალებულს რამდენიმე გამვლელმა ავტომობილმა გადაუარა. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S