
აფხაზეთში Covid–19–ით ერთი ადამიანი გარდაიცვალა
25/08/2020 11:29:07 კონფლიქტები, საზოგადოება
ოკუპირებულ აფხაზეთში Covid–19–ით ერთი ადამიანი გარდაიცვალა, – იუწყება რუსული მედია.
მისივე ცნობით, გარდაცვლილი 54 წლის მამაკაცია, რომელიც სოფელ ლაბრაში ცხოვრობდა. მამაკაცს რამდენიმე დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. მასთან სასწრაფო დახმარება 23 აგვისტოს გამოიძახეს, 24 აგვისტოს კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და გარდაიცვალა.
ე.წ. ოპერატიული შტაბის ბოლო მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის სულ 247 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 101 გამოჯანმრთელდა.