Accentnews.ge
პრეზიდენტი – ჟურნალისტებზე: "ეთიკა, ქცევის კოდი და ზრდილობა, ოდესღაც გვახასიათებდა"

პრეზიდენტი – ჟურნალისტებზე: "ეთიკა, ქცევის კოდი და ზრდილობა, ოდესღაც გვახასიათებდა"

25/08/2020 16:22:01 საშინაო პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქის სტატუსს აზიარებს, რომელიც ჟურნალისტებს შატილში გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევისას ხევიდან გარდაცვლილების ცხედრების ამოსვენების კადრების გაშვებისთვის აკრიტიკებს.

ზურაბიშვილი წერს, რომ ის მოქალაქის მოსაზრებას იზიარებს და ჟურნალისტებს თავადაც აკრიტიკებს:

"სრულიად ვიზიარებ... მიუღებელია ნებისმიერ საზოგადოებისთვის, რომელიც თავისთავს და საკუთარ ღირებულებებს ელემენტარულ პატივს სცემს.ეთიკა, ქცევის კოდი და ზრდილობა ოდესღაც გვახასიათებდა".

23 აგვისტოს შატილის გზაზე ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაშავდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S