ოზურგეთში 73 წლის მამაკაცი დაჭრეს
25/08/2020 17:57:55 სამართალი
ოზურგეთში 73 წლის მამაკაცი სანადირო თოფით ფეხის არეში დაჭრეს. არსებული ინფოცრმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ბრალდებული უკვე დაკავებულია. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


