
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 15-ით გაიზარდა
25/08/2020 18:21:07 კონფლიქტები
ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 140 ადამიანს ჩაუტარდა და 15 მათგანს ვირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 262-ს შეადგენს. მათგან 101 გამოჯანმრთელდა და 4 გარდაიცვალა.