Accentnews.ge
ბრალდებულ გაგნიძის ადვოკატები იაკობ ბრეგვაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვენ

ბრალდებულ გაგნიძის ადვოკატები იაკობ ბრეგვაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვენ

26/08/2020 05:58:30 სამართალი

ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის მიმართ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით სარჩელი მზადდება. უწყებაში განცხადებას გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე ბრალდებული არჩილ გაგნიძის ადვოკატები დღეს შეიტანენ.

ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე აცხადებს, რომ ბრეგვაძე უკვე თვეებია გამოძიებას ცრუ ჩვენებებს აძლევს, რაც კანონის გათვალისწინებით 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით უნდა დაისაჯოს.

"ვაპირებთ, შევიტანოთ განცხადება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში იაკობ ბრეგვაძის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე. კერძოდ, ის ჩვენებაში მიუთითებს, რომ ტოიოტა ქამრის მისვლის დროს სამი პირი გადმოვიდა მანქანიდან და ორ პირს 10 წუთის განმავლობაში სცემდა. იქ დამონტაჟებული... ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ იქ სხვა ინციდენტს ჰქონდა ადგილი", - აცხადებს ნემსიწვერიძე.

შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრულწლოვანია. დაკავებულების ნაწილს გამოძიება ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და განზრახ ჯგუფურად მკვლელობას ედავება. ყველა მათგან აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S