მდინარე ენგურმა ცხედარი გამორიყა
26/08/2020 07:29:11 სამართალი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში მდინარე ენგურმა 70 წლამდე კაცის ცხედარი გამორიყა. ცხედარი ადგილობრივებმა აღმოაჩინეს. მათი ცნობით, გარდაცვლილი ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრია.
არსებობს ვერსია, რომ მამაკაცი ოკუპირებული აფხაზეთიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.


