შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულმა სამმა არასრულწლოვანმა შიმშილობა შეწყვიტა
26/08/2020 11:12:25 სამართალი
ადვოკატების ინფორმაციით, 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულმა სამმა არასრულწლოვანმა, რომლებიც პროტესტის ნიშნად შიმშილობდნენ, შიმშილობა შეწყვიტა.
მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს პროცესი იმართება ექვსი პირის მიმართ, აქედან ოთხი არასრულწლოვანია. დახურულ სხდომას მცხეთის რაიონულ სასამართლოში არ ესწრება ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ., რომელმაც წინა სხდომა დატოვა და ადვოკატსაც მოუწოდა, სხდომებს არ დაესწროს. მის ნტერესებს საზოგადოებრივი დამცველის ადვოკატი დაიცავს.
„აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს მყარი, უტყუარი, ერთმანეთთან დაკავშირებული მტკიცებულებები, რომელიც საკმარისია, რათა დადგეს გამატყუნებელი განაჩენი. შესაბამისად, მხარეებს და ჩვენც გვაქვს იმის გონივრული მოლოდინი, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ, თითოეული ბრალდებულის მიმართ გამოტანილი იქნება გამამტყუნებელი განაჩენი. შესაბამისად, დაცვის მხარის აღნიშნული პოზიცია და მოქმედება მიმართულია პროცესის გაჭიანურებისკენ, რათა საპატიმრო ვადა იქნას ამოწურული“, – განაცხადა საქმის პროკურორმა.
განახლება
საქმის განხილვა 31 აგვისტოსთვის გადაიდო.


